„მილანმა“ არსებობის ისტორიაში იტალიის სუპერთასი მერვედ მოიგო. საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში გამართულ მატჩში „როსონერიმ“ თანაქალაქელი „ინტერი“ დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით დაამარცხა.
პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე „ინტერი“ ლაუტარო მარტინესმა დააწინაურა, ხოლო მეორე ტაიმის დაწყებიდან ორ წუთში ტარენტის დარტყმის შემდეგ „ნერაძურის’ უპირატესობა ორბურთიანი გახდა.
52-ე წუთზე ტეო ერნანდესმა ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა, მე-80 წუთზე კი „ინტერის“ კარი პულიშიჩმა აიღო. ძირითადი დროსთვის მსაჯის მიერ დამატებულ მე-3 წუთზე თავი ტეო აბრაჰამმა გამოიჩინა და „მილანს“ ტიტული მოაგებინა.
„მილანი“ სუპერთასზე გამარჯვებათა რიცხვით „ინტერის“ გაუთანაბრდა და მხოლოდ ტურინის „იუვენტუსს“ ჩამორჩება, რომელმაც ეს ჯილდო 9-ჯერ მოიპოვა.
„მილანის“ მწვრთნელებს შორის სერჟიო კონსეისაუმ 1930 წლის შემდეგ ტიტული ყველაზე სწრაფად მოიგო. პორტუგალიელმა სპეციალისტმა ეს თავის მეორე შეხვედრაში მოახერხა. მანამდე, რეკორდი ვინჩენცო მონტელას ეკუთვნოდა, რომელსაც „მილანს“ 2016 წელს სუპერთასი მოაგებინა და ამისთვის 18 შეხვედრა დასჭირდა.
ლაშა თაბაგარი
