ხამეს როდრიგესმა ესპანეთის ლა ლიგის ბინადარ „რაიო ვალეკანოსთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა, რის შესახებ იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება.
კოლუმბიის ეროვნული ნაკრების 33 წლის ნახევარმცველი „რაიო ვალეკანოს“ მიმდინარე სეზონის წინ შეუერთდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 7 მატჩში 1 საგოლე პასი გააკეთა,
|ის კარიერის განმავლობაში ასევე „პორტუში“, „მონაკოში“, „რეალში“, „ბაიერნში“, „ევერტონში“, „ოლიმპიაკოსში“, „ალ-რაიანში“ და „სან პაულუში“ გამოდიოდა.
2024 წლის ზაფხულში აშშ-ში ჩატარებულ კოპა ამერიკაზე, რომლის ფინალში კოლუმბირ არგენტინასთან დამარცხდა, ხამესი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. 33 წლის შემტევმა ნახევარმცველმა 6 მატჩში მეტოქის კარი ერთხელ აიღო და 6 საგოლე პასი მიითვალა.
ლაშა თაბაგარი





