კვიპროსის ჩემპიონატში კიდევ ერთი ქართველი ითამაშებს

0
12

ზურაბ მუსელიანი კარიერას კვიპროსის უმაღლესი დივიზიონის ბინადარ „პარალიმნიში“ გააგრძელებს, რის შესახებ კლუბის პრესსამსახუი იუწყება.
25 წლის თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონი „ველეჟში“ დაიწყო, რომლის რიგებშიც ბოსნიის ჩემპიონატში 6 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
ბოსნიასი გადასვლმადე ის სამხრეთ კორეის რანგით მეორე ლიგის „გეონგამში“ თამაშობდა. მუსელიანი საქართველოში თბილისის „ვიტ ჯორჯიაში“, ქობულეთის „შუქურაში“ და „გაგრაში“ გამოდიოდა.
ცნობისთვის, კვიპროსის ჩემპიონატში გიორგი ქვილითაია, ლაშა დვალი, გიორგი ლორია და მათე კვირკვია თამაშობენ.
ლაშა თაბაგარი