მეკარე როინ კვასხვაძე ბათუმის “დინამოში” აღარ ითამაშებს, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
“კვასხვა, შენ ჩვენი კლუბის ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი ხარ. შენი სახელი სამუდამოდ გაჰყვება როგორც დინამო ბათუმს, ასევე ქართულ ფეხბურთს. მადლობა დიდებულად ჩატარებული მატჩებისთვის, მადლობა პროფესიონალიზმისთვის, ერთგულებისთვის და საქართველოს ჩემპიონობისთვის” – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
კვასხვაძე ბათუმის “დინამოში” ქუთაისის “ტორპედოდან” 2023 წელს გადავიდა და საქართველოს ჩემპიონის ტიტიული მოიგო, მანამდე, მან ასეთ წარმატებას “ზესტაფონში” (2011, 2012) და ქუთაისის “ტორპედოში” (2017) მიაღწია. ის ქუთაისელებთან ერთად 2017 წელს ასევე საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასს დაეუფლა. 35 წლის მეკარეს თბილისის “დინამოში”, კვიპროსის “პაფოსში” და “ოთელოსშიც” უთამაშია.
ლაშა თაბაგარი
