პსჟ-ს მე-13 სუპერთასი, ლუის ენრიკეს მე-13 ტიტული

0
76

პსჟ-მ არსებობის ისტორიაში საფეანგეთის სუპერთასი მეცამეტედ მოიგო. კატარის დედაქალაქ დოჰაში ჩატარებულ შეხვედრაში პარიზელებმა „მონაკო“ 1:0 დაამარცხეს. გამარჯვებულებიდან ერთადერთი გოლი მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე უსმან დემბელემ გაიტანა. პსჟ-მ ბოლო 11 წელიწადში სუპერთასი მეათედ აღმართა და მხოლოდ 2021 წელს „ლილთან“ დამარცხდა. პარიზებელი სუპერთასზე მოპოვებული გამარჯვებებით რაკორდსმენები არიან. მეორე ადგილზე „ლიონია“ (8), ხოლო მესამე პოზიციას „რეიმსი“ (5) და „სენტ-ეტიენი“( 5) იყოფენ.
ლუის ენრიკემ მწვრთნელის რანგში კარიერაში მე-13 ტიტული მოიხვეჭა. ის ფრანგულ გუნდს 2023 წლიდან ავარჯიშებს და მეოთხე ჯილდო აიღო – გასულ სეზონში ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი მოიგო.
მანამდე, 54 წლის ესპანელი სპეციალისტი „ბარსელონასთან“ ერთად 9 ტიტულს დაეუფლა – ესპანეთის ლა ლიგა 2-ჯერ, ესპანეთის თასი 3-ჯერ, ხოლო ესპანეთის სპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი თითოჯერ მოიგო.
ლაშა თაბაგარი