„ლივერპულის“ თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი ინგლისის პრემიერლიგაში გატანილი გოლების რაოდენობით ლეგენდარულ ფრანგ თავდამსხმელ ტიერი ანრის გაუთანაბრდა. მე-20 ტურში „ლივერპულმა“ „მანჩესტერ იუნაიტედი“ მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 2:2.
სტუმრები 52-ე წუთზე ლისანდრო მარტინესმა დააწინაურა, ხოლო 59-ე წუთზე გაკპომ ანგარიში გაათანაბრა. 70-ე წუთზე სალაჰმა პენალტი ზუსტად შეასრულა, მაგრამ მანჩესტერელებმა ქულა დიალოს მიერ მე-80 წუთზე გატანილი გოლით აიღეს.
სალაჰმა მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში ჩატარებულ 19 მატჩში 18 გოლი გაიტანა და 13 საგოლე პასი გააკეთა. მან პრემიერლიგაში მეტოქეთა კარი 175-ჯერ აიღო და ანრის მიღწევა გაიმეორა. ამჟამად, ეგვიპტელი და ლონდონის „არსენალის“ ექსფორვარდი პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირებში მე-7 ადგილს იყოფენ. სალაჰიმ მომდევნო მიზანი „ჩელსის“ ყოფილი ნახევარმცველის ფრენკ ლამპარდის გასწრებაა, რომლის ანგარიშზე 177 გოლია. ცნობისთვის, პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო მეგოლე „ნიუკასლის“ ექსფორვარდი ალან შირერია 260 გოლით.
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ სტუმრად „ლივერპულს“ გოლი 2018 წლის შემდეგ პირველად გაუტანა და პრემიერლიგაშიუ 4-მატჩიანი მარცხიანი სერია შეწყვიტა. „ლივერპულს“ ყველა ტურნირში ზედიზედ 24 მატჩია არ წაუგია – 20 გამარჯვება და 4 ფრე. მერსისაიდელები 46 ქულით პრემიერლიგას ლიდერობენ და მეორე ადგილზე მყოფ “არსენალს” 6 ქულით ასწრებენ, თან ერთი თამაშით ნაკლები აქვთ.
ლაშა თაბაგარი
