კლაუდიო რანიერი „რომას“ ისტორიაში ერთადერთი მწვრთნელია, რომელმაც ყველა რომაული დერბი მოიგო. იტალიის სერია A-ს მე-19 ტურში „რომამ“ შინ „ლაციოს“ 2:0 აჯობა.
რანიერიმ მწვრთნელის რანგში „ლაციოსთან“ ხუთიდან ყველა შეხვედრაში გაიმარჯვა, რაც მანამდე იტალიის ჩემპიონატში არავის გაუკეთებია. 73 წლის სპეციალისტი „რომას“ მესამედ სათავეში 2024 წლის ნოემბერში ჩაუგდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდს ყველა ტურნირში ჩატარებულ ოთხი მატჩიდან არცერთი წაუგია და 23 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეათეა.
ლაშა თაბაგარი





