შენგელიას მორიგი საგოლე პასი საბერძნეთის სუპერლიგაში

0
61

ლევან შენგელიამ მიმდინარე სეზონში საბერძნეთის სუპერლიგაში თავისი მე-6 საგოლე პასი გააკეთა. მე-17 ტურში ოფი, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გამოდის სტუმრად „არისს“ შეხვდა და 2;0 დაამარცხა. შენგელია სასტარტო შემადგენლობაში იყო და 87-ე წუთზე შეცვალეს. სტუმრებმა ანგარიში 58-ე წუთზე ბორხა გონსალესის დარტყმის შემდეგ გახსნეს. 70-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან გახსნილმა შენგელიამ ბურთი თანაგუნდელისგან მიიღო და კარის გასწვრივ პასი იუნგს გაუკეთა, რომელმაც ვარდნაში გაიტანა. ქართველმა ფეხბურთელმა შედეგიანი გადაცემა ზედიზედ მეორე შეხვედრაში მიითვალა. ოფი 23 ქულით 14-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა.
ლუკა გუგეშაშვილის „პანსერაიკოსი“ გასვლაზე „ლევადიაკოსთან“ 0:1 დამარცხდა. ჩვენი ეროვნული გუნდის მეკარემ შეუცვლელად ითამაშა და გოლი 83-ე წუთზე გაუშვა. „პანსერაიკოსი“ 17 ქულით მე-11 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი