ზაზა ჯანაშია კვარაცხელიას ესპანეთის ჩემპიონატს ურჩევს

0
20

საქართველოს ეროვნული ნაკრების და მოსკოვის „ლოკომოტივის“ ექსფორვარდი ზაზა ჯანაშია „ნაპოლის“ გარემარბს ხვიჩა კვარაცხელიას კარიერის ესპანეთში გაგრძელებას ურჩევს.
„ხვიჩა არის ხვიჩა – ამჟამად ის მთავარი ქართველი ფეხბურთელია. თუმცა, საქართველოში სხვა კარგი მოთამაშეებიც არიან. ერთ ფეხბურთელს გუნდის „თრევა“ არ შეუძლია, მაგრამ ის ნაკრების და „ნაპოლის“ ლიდერია. ველოდები, რომ ხვიცა კიდევ უფრო მოუმატებს.
მან 2025 წელს გუნდი უნდა შეიცვალოს და ესპანრ კლუბში გადავიდეს. მხოლოდ იქ უნდა წავიდეს, რადგან ესპანეთის ჩემპიონატი მისი სტიქიაა“ – ციტირებს ჯანაშიას Metaratings.ru.
კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში იტალიის სერია A-ში ჩატარებულ 17 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი