ჯუდ ბელინგემს ამ ფორმაციის მადრიდის „რეალის“ ლიდერობა სურს. მან ამის შესახებ ესპანეთის ლა ლიგის მე-12 ტურის გადადებულ მატჩში „ვალენსიასთან“ გატანილი გადამწყვეტი გოლის შემდეგ განაცხადა. ინგლისელმა შემტევმა ნახევარმცველმა მეტოქის კარი 95-ე წუთზე და მადრიდელებს სტუმრად 2:1 მოაგებინა. მანამდე, მან თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.
„მე ამ გუნდის ლიდერობა მსურს. ისეთი თამაშები როგორიც „ვალენსიასთან“ იყო, აჩვენებს თუ რას ნიშნავს მადრიდის „რეალი“. მაისურზე როდესაც ეს ემბლემა გაქვს, უბრალოდ არასოდეს ნებდები. ასეთ განწყობას ჩვენი გულშემატკივრები იმსახურებენ“ – იუწყება ბელინგემის ნათქვამს ესპანური მედია.
ლაშა თაბაგარი





