მოდრიჩმა ლეგენდარული პუშკაშის რეკორდი მოხსნა

0
14

ლუკა მოდრიჩი მადრიდის „რეალის“ ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც გოლი გაიტანა. ხორვატი ნახევარმცველმა ესპანეთის ლა ლიგის მე-12 ტურის გადადებულ მატჩში „ვალენსიას“ წინააღმდეგ შეცვლაზე მე-80 წუთზე შევიდა და ხუთ წუთში ანგარიში გაათანაბრა. მან ეს 39 წლის და 116 დღისამ შეძლო. მოდრიჩმა ლეგენდარული უნგრელის ფერენც პუშკაშის დამყარებული რეკორდი მოხსნა, რომელმაც 1966 წელს მადრიდელთა მაისურით მეტოქის კარი 39 წლის და 15 დღისამ აიღო.
მოდრიჩისთვის „ვალენსიასთან“ შეხვედრა კარიერაში 561-ე აღმოჩნდა. ბალკანელი „რეალის“ შემადგენლობაში ჩატარებული თამაშების რაოდენობით ათეულში შევიდა და როგორც მიჩელს. ასევე პირის გაუთანაბრდა.
„სამეფო კლუბში“ ყველაზე მეტი მატჩი რაულმა (761) ჩაატარა, მეორე ადგილზე იკერ კასილასია (725), ხოლო მესამეზე მანუელ სანჩისი (710).
ლაშა თაბაგარი