მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელ ვინისიუს ჟუნიორი ესპანეთის ლა ლიგის მე-12 ტურის გადადებულ მატჩში „ვალენსიასთან“ მიღებული წითელი ბარათის გამო, შესაძლოა მოედანზე გასვლა დიდი ხანი ვერ გავიდეს.
ბრაზილიელმა ფეხბურთელმა 79-ე წუთზე მეტოქის მეკარე სტოლე დმიტრევსკის ხელი ჰკრა, რის გამო გააძევეს. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, მსაჯმა შეხვედრის შემდეგ ოქმში დააფიქსირა, რომ ვინისიუსმა აგრესიულად იმოქმედა. ლა ლიგის რეგლამენტის თანახმად, მსგავსი საქციელი მაქსიმუმ 12-მატჩიან დისკვალიფიკაციას ითვალისწინებს, ხოლო მინიმუმ – 4-მატჩიანს.
“რეალში” ჩატარებულ 286 მატჩში ვინისიუსმა წითელი ბარათი მეორედ მიიღო. სამხრეთ ამერიკელი პირველად გასულ სეზონში ასევე “ვალენსიასთან” შეხვედრაში გააძევეს, მაგრამ “რეალის” აპელაციის შემდეგ, მაშინ წითელი ბარათი გააუქმეს.
თამაშის შემდეგ ვინისიუსმა გაძევებისთვის მოიბოდიშა, ხოლო “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ ბრაზილიელისთვის მიცემულ წითელ ბარათს გაასაჩივრებენ.
ლაშა თაბაგარი
