გერმანიის ეროვნული ნაკრების და მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილ მეკარე ოლივერ კანს ფრანგული საფეხბურთო კლუბის „ბორდოს“ შეძენა სურს, რის შესახებ Sud-Quest იუწყება.
კანი „ბორდოს“ ამჟამინდელ მფლობელ ჟერარ ლოპესთან მოლაპარაკებას „მარსელის“ ექსპრეზიდენტ ჟაკ-ანრი ეიროს საშუალებით აწარმოებს. გასული წლის ზაფხულში „ბორდო“, სადაც ზურიკო დავითაშვილი გამოდიოდა, ფინანსური პრობლემების გამო საფრანგეთის მე-4 ლიგაში დააქვეითეს.
ცნობისთვის, კანი საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, 2021-2023 წლებში „ბაიერნის’ გენერალური დირექტორი იყო.
ლაშა თაბაგარი
