ბერნარდუ სილვა: „მანჩესტერ სიტი“ საჩემპიონო რბოლას გამოეთიშა“

0
59

„მანჩესტერ სიტის’ ნახევარმცველ ბერნარდუ სილვას მიაჩნია, რომ მისი გუნდი პრემიერლიგაში საჩემპიონო რბოლას გამოეთიშა.
„ახლა საუბარი იმაზეა, რომ რეალობას შევეგუოთ. მე არ ვუყურებ „ლივერპულს’, რადგან ლიგაში მეექვსე ვარ, არ შემიძლია დავაკვირდე „ლივერპულს“, „არსენალს“ ან კიდევ ვიღაცას. ახლა ველოდები მომდევნო თამაშს, რათა სამი ქულა ავიღო და მეოთხე ან მესამე ადგილზე გადავინაცვლოთ.
სეზონის დასრულებამდე 10 ტურით ადრე შესაძლოა ცოტა მათემატიკით დაკავდე, რომ შევხედოთ თეორიულად რომელ ადგილზე გასვლა შეგვიძლია. ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია, მაგრამ „მანჩესტერ სიტი“ საჩემპიონო რბოლას ნამდვილად გამოეთიშა. ეს უდავოა, რადგან ჩვენთვის ჩემპიონობაზე ფიქრი ძალიან დაგვიანებულია.
ხალხი ყოველთვის ამბობს, რომ იანვარში ლიგის მოგება შეუძლებელია, მაგრამ მისი წაგებაა შესაძლებელი. ამ სეზონში კი რეალობა ასეთია, რომ ჩვენ ის წავაგეთ“ – განაცხადა Sky Sports ეთერში სილვამ, რომლის გუნდიც ლიდერ „ლივერპულს“ 14 ქულით ჩამორჩება.

ლაშა თაბაგარი