გერმანიის მოქმედმა ჩემპიონმა ლევერკუზენის „ბაიერმა“ 18 წლის თავდამსხმელი ალეხო სარკო დაიმატა, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
სარკო არგენტინის „ველეს სარსფილდის“ აღზრდილია, ხოლო ლევერკუზენელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მან კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ახალ კლუბში სამხრეთ ამერიკელი 18-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
სარკომ „ველეს სარსფილდის“ პირველ გუნდში ჩატარებულ 9 მატჩში 1 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი
