„ლიონმა“, რომელშიც გიორგი მიქაუტაძე გამოდის, ნიგერიელი თავდამსხმელი გიფტ ორბანი „ჰოფენჰაიმში“ გაყიდა, რის შესახებ ფრანგული მედია იუწყება.
22 წლის ფეხბურთელმა გერმანულ კლუბთან გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა და მის სანაცვლოდ „ლიონი“ 9 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო პლუს 3 მილიონი ბონუსადაა გათვალისწინებული. ორბანი ფრანგულ გუნდში 2024 წლის იანვრიდან თამაშობდა ყველა ტურნირში ჩატარებულ 21 მატჩში 5 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი
