მიკელ არტეტას მიაჩნია, რომ ინგლისის პრემიერლიგაში საჩემპიონო რბოლას ლონდონის „არსენალი“ ვერ აკონტროლებს. მან ამის შესახებ მაშინ განაცხადა, როდესაც „არსენალის“ საჩემპიონოს შანსის შეფასება სთხოვეს.
„ჩვენ მხოლოდ მომდევნო მატჩის მოგება შეგვიძლია და დავაკვირდეთ რა მოხდება. სიტუაციას ვერ ვაკონტროლებთ, მაგრამ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ რაც ჩვენს ხელთაა ყველაფერი შეგვიძლია გავაკეთოთ.
ტრანსფერებს რაც შეეხება, ამჟამად ვცდილობთ მაქსიმუმი მივიღოთ იმ მოთამაშეებისგან ვინც გვყავს. ჩვენს ფეხბურთელებზე ვართ კონცენტრირებულნი. ჩემი ფეხბურთელები ძალიან მომწონს და მჯერა იმის რაც გვაქვს, რადგან ისინი მაღალი სათამაშო დონით და თავდადებით გამოირჩევიან“ – ციტირებს არტეტას BBC.
„არსენალი“ 39 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და ლიდერ „ლივერპულს’ 6 ქულით ჩამორჩება.
ლაშა თაბაგარი
