პსჟ-ს მოჰამედ სალაჰის დამატება სურს, რომელსაც მიმდინარე წლის ზაფხულში „ლივერპულთან“ კონტრაქტი უმთავრდება. ფრანგი ჟურნალისტის რომენ კოლენ გოდენის ინფორმაციით, პარიზელები ეგვიპტის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელს 3-წლიან კონტრაქტსა და კვირაში 500000 ევროს სთავაზობენ.
თავის მხრივ, „ლივერპული“ მზადაა სალაჰს 2-წლიანი ხელშეკრულება გაუფორმოს და კვირაში 400000 ევრო გადაუხადოს.
მიმდინარე სეზონში სალაჰმა ყველა ტურნირში ჩატარებულ 26 მატჩში 20 გოლი გაიტანა და 17 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი





