ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი „გრემიოდან“ წავიდა, რის შესახებ ბრაზილიური კლუბის პრესსამსახური იუწყება. 36 წლის ფეხბურთელი თავისუფალი აგენტია. ის „გრემიოს’ 2024 წლის თებერვალში შეურთდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 26 მატჩში 8 გოლის გატანის გარდა, 5 საგოლე პასი შეასრულა.
დიეგო კოსტას კარიერის განმავლობაში არაერთ კლუბში უთამაშია, მაგრამ საუკეთესო პერიოდი მადრიდის „ატლეტიკოში“ და ლონდონის „ჩელსიში“ გაატარა. მან „ატლეტიკოსთან“ ერთად ორჯერ ესპანეთის ლა ლიგა მოიგო, ხოლო ერთხელ ესპანეთის თასს დაეუფლა. გარდა ამისა, ევროპა ლიგაში გაიმარჯვა, ევროპის სუპერთასი კი 3-ჯერ აღმართა.
დიეგო კოსტამ „ჩელსის“ რიგებში ინგლისის პრემიერლიგაში 2-ჯერ გაიმარჯვა, ხოლო ერთხელ ინგლისის ლიგის თასს დაეუფლა.
ლაშა თაბაგარი
