გიორგი ჩაკვეტაძემ მიმდინარე სეზონში ინგლისის ჩემპიონშიფში თავისი მე-5 საგოლე პასი შეასრულა. 25-ე ტურში “უოტფორდი”, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი გამოდის, სტუმრად “ქუინზ პარკ რეინჯერსს” შეხვდა და 1:3 წააგო. ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა. მასპინძლებიდან 25-ე წუთზე ანგარიში ფრეიმ გახსნა, როდესაც საჯარიმო დარტყმის გათამმაშების შემდეგ ზუსტად დაარტყა. ქართველ ლეგიონერს საპასუხო ბურთის გატანის შანსი ჰქონდა, მაგრამ საჯარიმოს გარედან მისი ძლიერად დარტყმული მეკარემ გაანეიტრალა.
37-ე წუთზე “უოტფორდის” კარი დანემ აიღო. 55-ე წუთზე ჩაკვეტაზემ მარცხენა ფლანგიდან წამოიღო ბურთი და საჯარმოსთან მიახლოებულ ბაას გადააწოდა, რომელმაც მეტოქის კარი აიღო. ერთ წუთში “ქუინზ პარკიდან” თავი ფილდმა გამოიჩინა. ჩაკვეტაძემ 82-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. მან ამ სეზონში ჩემპიონშიფში 5 საგოლე გადაცემის გარდა, თავის ანგარიშზე 2 გოლიც ჩაიწერა. ჩაკვეტაძემ ერთი საგოლე პასი ინგლისის ლიგის თასზეც მიითვალა.
“უოტფორდი” ზედიზედ ორი წაგების შემდეგ, 37 ქულით 24-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
