„ნაპოლი“ დანილოს იმატებს

0
20

„ნაპოლი“ ტურინის „იუვენტუსიდან“ 33 წლის ცენტრალურ მცველ დანილოს იმატებს. Corriere dello Sport-ს ინფორმაციით, მხარეებს შორის მოლაპარაკება დასკვნით ფაზაშია.
გასული წლის დეკემბერში „იუვენტუსმა“ ბრაზილიელი მცველი ტრანსფერზე დააყენა და გუნდის განაცხადიდან გამოიყვანა. ტურინელთა სპორტული დირექტორის კრისტიანო ჯუნტოლის განცხადებით, „იუვეს’ ექსკაპიტანმა გუნდი იანვრის ბოლოდე უნდა დატოვოს.
ლაშა თაბაგარი