ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილ თავდამსხმელ გარი ლინეკერეს, რომელიც ამჟამად საფეხბურთო ექსპერტად მუშაობს, მიაჩნია, რომ „;ლივერპული“ მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის მოგების მთავარი ფავორიტია.
„ლივერპული“ ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურება. ისინი წინ ძალიან გაიჭრნენ. „ნოტინგემი“ მეორე ადგილზეა, რაც ამ გუნდისთვის ისედაც დიდი მიღწევაა. გულწრფელად გეტყვით, რომ ვერ წარმომიდგენია „ლივერპულს“ ვინმე დაეწიოს. ჩემი აზრით ამ გუნდს ვერავინ შეაჩერებს“ – იუწყება ლინეკერის ნათქვამს ინგლსური მედია.
„ლივერპული“ 45 ქულით პირველ ადგილზეა და „ნოტინგემ ფორესტს“ 8 ქულით ასწრებს, ხოლო „არსენალს“ – 9 ქულით.
ნიდერლანდელი არნე სლოტის ხელმძღვანელობით „ლივერპულმა“ ყველა ტურნირში ჩატარებული 27 შეხვედრიდან 23 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 1 წააგო, ხოლო 12 თამაშში გოლი არ გაუშვა. მიმდინარე სეზონში მერსისაიდელებმა 68 გოლი გაიტანეს და თავის კარში 22 მიიღეს. „ლივერპულს“ ზედიზედ 23 მატჩია არ წაუგია (20 გამარჯვება და 3 ფრე) – ლიდერობს როგორც პრემიერლიგაში ასევე ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპზე.
ლაშა თაბაგარი





