საფრანგეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა და მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელა კილიან მბაპეს მიაჩნია, რომ ესპანურმა გრანდმა განვლილი წელი საუცხოოდ დაასრულა.
„გულშემატკივრებთან კონტაქტი ძალიან მნიშვნელოვანია. განვლილი წელი საუცხოოდ დავასრულეთ.. სასიამოვნოა, როდესაც „რეალის“ გულშემატკივრების სიყვარულს და მათთან კავშირს გრძნობ, რადგან ჩვენ ხომ ყოველთვის მარტო ვვარჯიშობთ.
2024 წელს თავს ბევრი რამ გადამხდა, მაგრამ ყველაფერი კარგად მაქვს და ტიტულებს ვიგებ, ასევე ოჯახიც კარგადაა. ცხოვრებაში კარგიც ხდება და ცუდი, ხოლო მე ვცდილობ ყოველთვის სათანადო დასკვნები გავაკეთო. ჩვენ ვიბრძოლებთ, რათა ქომაგებმა სიამოვნები უყურონ როგორც ვთამაშობთა და ვიმარჯვებთ.
დღესდღეობით, ორი შესაძლო ტიტულიდან ორივე მოვიგეთ, წინ კი ესპანეთის სუპერთასი გველოდება. „რეალი“ ვართ და ყველა ტიტულისთვის უნდა ვიბრძოლოთ“ – იუწყება ესპანური მედია 26 წლის მბაპეს ნათქვამს, რომელიც „რეალს“ გასული წლის ზაფხულში თავისუფალ აგენტად შეუერთდა და ლა ლიგაში ჩატარებულ 16 მატჩში 10 გოლი გაიტანა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის 6 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი
