„ლივერპული“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ტრენტ ალექსანდერ-არნოლდს მადრიდის „რეალში“ არ გაყიდის. გამოცემა The Times-ს ცნობით მერსისაიდელებმა უარით გაისტუმრეს ესპანური გრანდი, რომელიც ინგლისის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელში 20-დან 25 მილიონ ევრომდე იხდიდა.
ტრენტ ალექსანდერ-არნოლდს „ლივერპულთან“ კონტრაქტი მიმდინარე წლის ივნისში უმთავრდება და 1 იანვრიდან მას შეუძლია მოლაპარაკება ნებისმიერ კლუბთან აწარმოოს. დიდი ალბათობით, ის „რეალს“ ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
26 წლის ალექსანდერ-არნოლდი „ლივერპულის“ აღზრდილია და პირველ გუნდში დებიუტი 2016-2017 წლების სეზონში ჰქონდა. მან ყველა ტურნირში ჩატარებულ 332 მატჩში 19 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი
