უეინ რუნი „პლიმუტის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება. ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ექსფორვარდი გუნდს 2024 წლის მაისიდან ავარჯიშებდა. მისი დათხოვნა გასაკვირი არაა, რადგან ჩემპიონშიფში ჩატარებული 23 ტურის შემდეგ, „პლიმუტი“ 18 ქულით 24-გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა.
„პლიმუტამდე“ რუნი „დერბი ქაუნთის“, ამერიკულ „დი სი იუნაიტედს“ და „ბირმინგემს“ ავარჯიშებდა.
ლაშა თაბაგარი
