ბერლინის „უნიონის“ მთავარ მწვრთნელად შტეფენ ბაუმგარტი დანიშნეს, რის შესახებ გერმანიის პირველ ბუნდესლიგაში მოასპარეზე გუნდის პრესსამსახური იუწყება. მან 27 დეკემბერს დათხოვნილი დანიელი ბო სვენსონი შეცვალა და თავისი მოვალების შესრულებას 2025 წლის 2 იანვრიდან შეუდგება.
ბაუმგარტი „უნიონში“ 2002 -2004 წლებში თამაშობდა და გუნდის კაპიტანიც იყო. მან 68 შეხვედრაში 22 გოლი გაიტანა.
52 წლის გერმანელი სპეციალისტი „უნიონამდე“ მხოლოდ გერმანულ გუნდებს ავარჯიშებდა – „პადერბორნი“, „კიოლნი“ და „ჰამბურგი“.
ლაშა თაბაგარი
