ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ვილიანი „ჩელსიდან“ წავიდა, რის შესახებ ბერძნული კლუბის პრესსამსახური იუწყება. 36 წლის ფეხბურთელი პირეოსელთა რიგებში მიმდინარე წლის სექტემბრიდან გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 11 მატჩში 1 საგოლე პასი გააკეთა.
„ოლიმპიაკოსში“ გადასვლამდე ის ის „კორინთიანსში“, „შახტარში“, „ანჟიში“, „ჩელსიში“ და „არსენალში“ თამაშობდა. მან ბრაზილიის ნაკრებში ჩატარებულ 70 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 9-ჯერ აიღო.





