„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის რუბენ ამორიმის განცხადებით, ამჟამად მის გუნდს არც ვარჯიში აქვს და არც ფუნდამენტი. მან ამის შესახებ ინგლისის პრემიერლიგის მე-19 ტურში „ნიუკასლთან“ 0:2 წაგების შემდეგ განაცხადა.
„პირველი გოლი გავუშვით და ასეთ დროს თამაშში დაბრუნებაა საჭირო. ჩვენ ეს ვცადეთ, მაგრამ უხარისხოდ, რადგან არ გვაქვს ბაზა, რომელსაც ჩვენი სათამაშო სტილი დაეფუძნება, რათა ასეთ მომენტებს გავუმკლავდეთ. ამჟამად, არც ვარჯიშები გვაქვს და ატრც ფუნდამენტი. რთულ ვითარებაში როდესაც ხარ, ეს ფუნდამენტი საჭიროა. უდავოა, რომ მეტოქემ ჩვენზე უკეთესდად ითამაშა“ – იუწყება პორტუგალიელის სპეციალისტის ნათქვსმს ინგლისური მედია.
ამორიმმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, პრემიერლიგაში 8 მატჩიდან 5 წააგო. ასეთი ცუდი შედეგი ინგლისის ჩემპიონატში 103 წლის განმავლობაში არცერთ მწვრთნელს ჰქონია.
„იუნაიტედმა“ ერთ თვეში 6 თამაში 1930 წლის სექტემბრის შერე პირველად წააგო.
„მანჩესტერმა“ ერთი თვის განმავლობაში 18 გოლი 1964 წლის მარტიდან პირველად გაუშვა.
20-გუნდს შორის 14 ადგილზე მყოფმა „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ბოლო 35 წლის მანძილზე პირველად სატურნირო ცხრილი მე-7 ადგილზე დაბლა დაასრულა. 1989 წელს გუნდი მე-15 ადგილზე გავიდა.
ლაშა თაბაგარი
