გაგუა “დინამო 2”-ს აღარ გაწვრთნის

0
82

ვალერი გაგუა კრისტალბეთ ეროვნული ლიგაში მოასპარეზე თბილისის “დინამო 2”-ის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება:
“ვალერი გაგუა “დინამოს” მეორე შემადგენლობას დაემშვიდობა. გაგუა “დინამოში” 2019 წელს დაბრუნდა და 14-წლამდელთა გუნდი ჩაიბარა, მომდევნო წლიდან კი 19-წლამდელთა შემადგენლობის მთავარი მწვრთნელი გახდა.
მან გუნდთან ერთად ორჯერ ოქროს და ერთხელაც ვერცხლის მედლები მოიპოვა. წლევანდელი სეზონი ვალერი გაგუამ “დინამო 2″-ში გაატარა და გუნდის მთავარი ამოცანა  ეროვნულ ლიგა 2-ში ადგილის შენარჩუნება წარმატებით შეასრულა. ჩვენი გუნდი მადლობას უხდის მწვრთნელს აქ გატარებული პერიოდისთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ კარიერაში. დინამო 2-ის მთავარი მწვრთნელის ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი”.
ლაშა თაბაგარი