გარეთ საუთგეიტს რაინდის წოდება მიანიჭეს

0
18

ინგლისის ეროვნული გუნდის ყოფილ მთავარ მწვრთნელ გარეთ საუთგეიტს რაინდის წოდება მიანიჭეს.
54 წლის სპეციალისტი იმ დაჯილდოვებულების სიაშია, რომელიც დიდი ბრიტანეთის მეფე კარლ III-ემ დაამტკიცა. მას რაინდის წოდება ინგლისის ნაკრების ევროპის ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ ორჯერ გაყვანის გამო მისცეს – 2021 და 2024 წლებში. შეგახსენებთ, რომ ინგლისელები ორჯერვე დამარცხდნენ. გარდა ამისა, საუთგეიტის ხელმძღვანელობით ინგლისის ნაკრები მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ.
ის „სამ ლომს“ 2016-2024 წლებში ხელმძღვანელობდა და ყველაზე წარმატებული მწვრთნელია ალფ რამსეის შემდეგ, რომელმაც ინგლისელებს 1966 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოაგებინა.
ლაშა თაბაგარი