ფაბიო კანავარომ ზაგრების „დინამო“ ჩაიბარა

0
22

იტალიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის მომგები და „ოქროს ბურთის“ მფლობელი ფაბიო კანავარო სათავეში ზაგრების „დინამოს“ ჩაუდგა. ხორვატული კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, მან ნენად ბიელიცა შეცვალა, რომელიც გუნდს მიმდინარე წლის სექტემბრიდან ავარჯიშებდა. კანავარო თავისი მოვალეობის შესრულებას 2025 წლის 3 იანვრიდან შეუდგება.
ბოლოს კანავარო „უდინეზეს“ წვრთნიდა, რომელის მიმდინარე წლის ივნისში დატოვა. მანამდე, ის ჩინეთის „ტიანძინს“, „გუანჯოუ ევერგრანდს’, საუდის არაბეთის „ალ ნასრს“ და იტალიის „ბენევენტოს“ ავარჯიშებდა.
ლაშა თაბაგარი