პეპ გვარდიოლას განცხადებით „მანჩესტერ სიტის“ მიმდინარე სეზონში ინგლისის პრემიერლიგის მოგების შანსი არ აქვს. მან ამის შესახებ მე-19 ტურში სტუმრად „ლესტერთან“ გამარჯვების შემდეგ განაცხადა. „სიტიმ“ ბოლო 6 შეხვედრიდან პირველი თამაში მოიგო, ხოლო ბოლო 14-დან – მეორე. 20 ოქტომბრის შემდეგ მანჩესტერელებმა პირველად გაიმარჯვეს. მანამდე, გუნდმა 7 თამაში წააგო და 1 ფრედ დაასრულა. განვლილ შეხვედრა გვარდიოლას ინგლისური კარიერაში მე-500 აღმოჩნდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმს 355-ჯერ გაიმარჯვა – 1213 გოლი გაიტანა და 429 გაუშვა. მან 8 წლის განმავლობაში „სიტის’ 18 ტიტული მოაგებინა.
« „ჩვენ 90 წუთი განმავლობაში ვერ ვძლებთ და განვლილმ შეხვედრამ ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა. ახლა ჩვენი გონება უნდა გავათავისუფლოთ და შედეგს მივაღწიოთ. პრემიერლიგაში გამარჯვებისგან ძალიან შორს ვართ. ვაღიარებთ, რომ ამის არავითარი შანსი არ გვაქვს, მაგრამ სხვა მიზნები დავისახეთ – ინგლისის თასის მოგება და ოთხეულში მოხვედრა“ – იუწყება ესპანელი სპეციალისტის ნათქვამს ESPN.
ლაშა თაბაგარი
