პაულუ ფონსეკამ „მილანის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა ეს „რომასთან“ მატჩის (1:1) შემდეგ, რომელშიც გააძევეს, Sky Italia-სთან დაადასტურა:
„მართალია. „მილანი“ დავტოვე. ცხოვრება ასეთია, მაგრამ სუფთა სინდისით მივდივარ, რადგან რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე“. “მილანი” სერია A-ს 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა.
51 წლის ფონსეკა იტალიურ გრანდს სათავეში მიმდინარე წლის ზაფხულში ჩაუდგა. მანამდე, ის პორტუგალიის „ავეშს“, „პასუშ ფერეირას“, „პორტუს“ „ბრაგას“, უკრაინის დონეცკის „შახტარს“, იტალოიის „რომას“ და საფრანგეთის „ლილს“ წვრთნიდა.
იტალიური მედიის ინფორმაციით, „მილანში“ ფონსეკას „პორტუს“ ექსთავკაცი სერჟიო კონსეისაუ შეცვლის.
ლაშა თაბაგარი
