მოჰამედ სალაჰი „ლივერპულის“ ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ზედიზედ 8 სეზონის განმავლობაში ყველა ტურნირში 20 ან მეტი გოლი გაიტანა. მან თავისი მე-20 გოლი ინგლისის პრემიერლიგის მე-19 ტურში „ვესტ ჰემთან“ 5:0 მოგებულ მატჩში მიითვალა. განვლილ შეხბედრაში 32 წლის ეგვიპტელმა ასევე 2 საგოლე პასი გააკეთა. ამრიგად., მან მიჯრით მე-8 შეხვედრაში თავის ანგარიშზე გოლი და საგოლე გადაცემა ჩაიწერა, რაც მანამდე პრემიერლიგაში ვერავინ მოახერხა. სალაჰი 17 გოლით პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირია. მან ამ სეზონში მეტოქეთა კარის 17-ჯერ აღების გარდა, 13 საგოლე გადაცემა გააკეთა. ის 82 საგოლე პასით პრემიერლიგაში მეათეა.
ნიდერლანდელი არნე სლოტის ხელმძღვანელობით „ლივერპულმა“ ყველა ტურნირში ჩატარებული 27 შეხვედრიდან 23 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 1 წააგო, ხოლო 12 თამაშში გოლი არ გაუშვა. მიმდინარე სეზონში მერსისაიდელებმა 68 გოლი გაიტანეს და თავის კარში 22 მიიღეს. „ლივერპულს“ ზედიზედ 23 მატჩია არ წაუგია (20 გამარჯვება და 3 ფრე) – ლიდერობს როგორც პრემიერლიგაში ასევე ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპზე.
ლაშა თაბაგარი
