ვლადიკავკაზის „ალანიას“ და რუსეთის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ვალერი გაზაევი საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსფორვარდის მიხეილ ყაველაშვილის გაპრეზიდენტებას გამოეხმაურა.
„მიხეილს კოლექტივში პატივს სცემდნენ. მის მიმართა ყველა ფეხბურთელს კარგი დამოკიდებულება ჰქონდა. ყველა ხედავდა, რომ ის ფეხბურთისთვის მაქსიმალურად იხარჯებოდა და მის მიმართ პრეტენზია არასოდეს გვქონია. იგი გულშემატკივრებს ძალიან უყვარდათ. ყაველაშვილი თავი როგორც გუნდურმა მოთამაშემ გამოავლინა და ყველას ეხმარებოდა. დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილი ამ თვისებებს თავის პოლიტიკურ ცხოვრებაშიც გამოავლენს“ – იუწყება გაზაევის ნათქვამს რუსული მედია.
ყაველაშვილი „ალანიაში“ 1995 წელს თბილისის „დინამოდან“ გადავიდა და 24 მატჩში ჩატარებულ 24 მატჩში 12 გოლი გაიტანა. მან რუსეთის ჩემპიონატის ოქროს მედლები მოიგო.
კარიერის განმავლობაში ყაველაშვილი ასევე ინგლისის „მანჩესტერ სიტიში“, შვეიცარიის „გრასჰოპერში“, „ციურიხში“, „ლუცერნში“, „სიონში“, „არაუში“ და „ბაზელში“ გამოდიოდა.
მან ჩვენს ეროვნულ გუნდში ჩატარებულ 46 მატჩში 9 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი
