„ემპოლის“ ზედიზედ მესამე მარცხი – გოგლიჩიძის უხეში შეცდომა

0
31

„ემპოლიმ“, რომელშიც საბა გოგლიჩიძე გამოდის, იტალიის სერია A-ში ზედიზედ მესამე მატჩში ქულაც ვერ აიღო. მე-18 ტურში ტოსკანელებმა ლეგენდარული ფრანგგის პატრიკ ვიეირას გაწვრთნილ „ჯენოას“ უმასპინძლეს და მინიმალური სხვაოობით დამარცხდნენ. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა  „ემპოლის“ სასტარტოში კიდევ ერთი მატჩი ჩაატარა.
პირველი ტაიმი  მოსაწყენი აღმოჩნდა და ლოგიკურია ტაბლოზე 0:0 დაფიქსირდა.
46-ე წუთზე „ემპოლის“ მეკარე დევის ვასკესმა თავის საჯარიმოში გოგლიჩიძეს გაუკეთა ცუდი პასი, რომელიც ვიტინიამ ჩაჭრა და ქართველ მცველს გაექცა, მაგრამ პარტნიორს ზუსტი გადაცემა ვერ მისცა, თუმცა, შექმნილი არეულობის დროს ვერც გოგლიჩიძემ მოიგერია ხეირიანად ბურთი და საბოლოოდ, ბადელიმ ახლო მანძილიდან ანგარიში გახსნა – 0:1.
51-ე წუთზე „ჯენოას’ მცველმა ხუან ვასკესმა თავის საჯარიმოში მასპინძლების ფორვარდი ესპოზიტო წააქცია და მსაჯმა ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ პენალტი დანიშნა. „ემპოლის’ საუკეთესო ბომბარდირმა ესპოზიტოს შესრულებული თერთმეტმტერიანის შემდეგ, ლეალი მიწვდა ბურთს, რომელიც გვერდით ძელს მოხვდა, ხოლო შემდეგ ხელებში დააფიქსირა.
68-ე წუთზე გენუელთა კონტრშეტევის დროს მასპინძლების საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა მირეტიმ კარის წინ მდგომი ეკუბანი მოძებნა, რომელმაც ისმაილის აჯობა და გაიტანა – 0:2.  71-ე წუთზე „ემპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა დეავერსამ გოგლიჩიძე შეცვალა.
74-ე წუთზე „ჯენოას“ ნახევარზე მყოფმა ანჯორინიმ  ზუსტი პასი გაუკეთა საჯარიმოში გახსნილ ესპოზიტოს, რომელმაც თავით გაიტანა. დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და „ემპოლი“ 19 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი