მარიუ რუი „ნაპოლიდან“ მიდის

0
73

„ნაპოლი“ პორტუგალიელ მცველ მარიუ რუის დაემშვიდობება, რის შესახებ ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება.
33 წლის ფეხბურთელი და ნეაპოლური კლუბის ხელმძღვანელები მოქმედი კონტრაქტის ნაადრევად შეწყევის თაობაზე საუბრობენ. უახლოეს ხანში მარიუ რუი ნეაპოლელთა რიგებს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
ის „ნაპოლიში“ 2018 წლის ივლისიდან გამოდის და ყველა ტურნირში ჩატარებულ 227 მატჩში 3 გოლი გაიტანა. მას მიმდინარე სეზონში არცერთი შეხვედრა ჩაუტარებია და ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ გუნდიდან მიდის.