ლუკა ლოჩოშვილს „კრემონეზეში“ თავის გამოჩენის საშუალება ისევ არ მისცეს. იტალიის სერია B-ს მე-20 ტურში კრემონელები შინ „ბრეშას“ დაუპირისპირდნენ და ქულა ძირითადი დროსთვის დამატებულ წუთებში დაკარგეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი განაცხადში იყო, მაგრამ წინა ტურისგან განსხვავებით, ამჯერად მოედანზე რამდენიმე წუთითაც არ შეიყვანეს.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მე-60 წუთზე მასპინძლებიდან ანგარიში ვასკესმა გახსნა. 96-ე წუთზე „ბრეშადან“ გოლი მონჩინიმ აიღო და თავის გუნდს ქულა გადაურჩინა. „კრემონეზე“ 30 ქულით 30-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





