პეპ გვარდიოლას მიაჩნია, რომ „მანჩესტერ სიტის“ ბოლოდროინდელი წარუმატებლობა ფეხბურთელების ტრავმების ბრალია. შეგახსენებთ, რომ მანჩესტერელებმა ყველა ტურნირში ჩატარებულ ბოლო 13 მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო. გვარდიოლას სამწვრთნელო კარიერს განმავლობაში ასეთი ცუდი შედეგი არასოდეს ჰქონია.
„მთავარი გამოცდა უკან მოვიტოვეთ. აქედან გამომდინარე, ადრე თუ გვიან დავბრუნდებით. ამის წყალობით იხსენებ თუ რამდენად კარგად ვთამაშობდით ადრე. ახლა უფრო კარგად მესმის თუ რას მივაღწიეთ. ზოგჯერ ტრავმები გვქონდა, მაგრამ რამდენი წელი ვაჩვენებდით საუცხოო ფეხბურთს? მოსალოდნელი იყო. რომ მცირე დაღმასვლა გვექნებოდა. თუმცა, ასეთს არ ველოდებოდით. ამის მთავარი მიზეზი 7-8 მნიშვნელოვანი ფეხბურთელის ტრავმებია. ამ ვითარებაში ყოველ სამ დღეში თამაში რთულია“ – იუწყება „მანჩესტერ სიტის“ თავკაცის ნათქვამს ინგლისური მედია.
ლაშა თაბაგარი
