კვარაცხელია სასტარტოში დაბრუნდა – „ნაპოლიმ“ მინიმალურად მოიგო

0
16

იტალიის სერია A-ს მე-18 ტურში „ნაპოლიმ“, რომლის სასტარტოშიც ხვიჩა კვარაცხელია დაბრუნდა „ვენეცია“ მიიღო და მინიმალური ანგარიშით აჯობა.
მატჩში პირველი სახიფათო მომენტი კვარაცხელიამ შექმნა, როდესაც მეტოქის საჯარიმოში ერთ ფეხბურთელს გაცდა და მარცხენა ოდნავ მახვილი კუთხიდან ცაციათი დაარტყა, მაგრამ მეკარემ ბურთი მოიგერია.
მე-19 წუთზე იებოამ ნეაპოლელთა საჯარიმოში მცველს დაასწრო და ერთი შეხებით დაარტყა, მაგრამ მერეტმა ფეხით მოიგერიია ბურთი, რითაც მასპინძლები გოლის გაშვებისგან იხსნა.
36-ე წუთზე იდზესმა თავის საჯარიმოში ხელით ითამაშა და მთავარმა მსაჯმა ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ ვენეციელთა კარში პენალტი დანიშნა. რომელუ ლუკაკუს დარტყმული ბურთი სტუმართა მეკარემ უკუაგდო. პირველი ტაიმის მიწურულს მოწინააღმდეგის საჯარიმოში მარცხნიდან შესულმა კვარაცხელიამ ბურთი ზამბუ ანგისას გადააწოდა, რომელმ,აც ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანა.
58-ე წუთზე კვარაცხელიამ „კედელი“ ლუკაკუსთან გაითამაშა და საჯარიმოში შესულმნა სუსტად დაარტყა, რის გამო, მეკარეს ბურთის ხელებში დაფიქსირება არ გაჭირვებია.
64-ე წუთზე სტუმართა საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილი ლუკაკუ ერთ მეტოქეს გაცდა და შორეულ კუთხეში დაარტყა, მაგრამ ბურთი გვერდით ძელს მოხვდა. 71-ე „ვენეციას“ საჯარიმოში მარცხნიდან შესულმა კვარაცხელიამ თანაგუნდელისგან მიიღო ბურთი და ისევ მარცხენა ფეხით დაარტყა, თუმცა, მეკარემ ისევ იყოჩაღა. ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ქართველი ლეგიონერი 74-ე წუთზე შეცვალა.  მისი მოედნიდან გასვლის შემდეგ, ბრაზილიელმა ნერეშმა, რომელიც მანამდე მარჯვენა ფლანგზე თამაშობდა, მარცხენაზე გადაინაცვლა და 79-ე წუთზე ზუსტი პასი გაუკეთა რასპადორის, რომელმაც „ვენეციას“ კარი აიღო – 1:0.  ეს გოლი შეხვედრაში გადამწყვეტი აღმოჩნდა.
„ნაპოლი“ 41 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეორეა და ლიდერ „ატალანტას“ მხოლოდ გატანილ-გაშვებული გოლების უარესი სხვაობით ჩამორჩება.
ლაშა თაბაგარი