ჩაკვეტაძის მეორე გოლი “უოტფორდში”

0
25

გიორგი ჩაკვეტაძემ მიმდინარე სეზონში “უოტფორდის” მაისურით თავისი მეორე გოლი გაიტანა. ინგლისის ჩემპიონშიფის 24-ე ტურში “უოტფორდმა” ერთ-ერთი აუტსაიდერი “კარდიფ სიტი” მიიღო და 1:2 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული გუნდის შემტევმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა. 38-ე წუთზე, როდესაც სტუმრები 1:0 იგებდნენ, ჩაკვეტაძემ მეტოქის საჯარიმოში ვატას პასი მიიღო და ბურთი ერთი შეხებით დაამუშავა, ხოლო მეორეთი კარში გაგზავნა – 1:1. მან მიმდინარე სეზონში ჩემპიონშიფში ჩატარებულ 22 შეხვედრაში 2 გოლის გატანის გარდა, 4 საგოლე პასი გააკეთა. “კარდიფიდან” ანგარიში პირველ წუთზე რობინსონმა გახსნა, რომელმაც 42-ე წუთზე დუბლი შეასრულა. მეორე ტაიმში მეტი გოლი არ გასულა და “უოტფორდი” 37 ქულით 24-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი