ტურინის „იუვენტუსის“ ხელმძღვანელებმა გუნდის კაპიტანი დანილო ტრანსფერზე დააყენეს. მათ ამის შესახებ ბრაზილიელ ფეხბურთელს ოფიციალურად აცნობეს, რასაც კლუბის პრესსამსახური ადასტურებს.
33 წლის დანილომ მიმდინარე სეზონში იტალიური გუნდის შემადგენლობაში ყველა ტურნირში ჩატარებულ 16 მატჩში 1 საგოლე პასი გააკეთა. ის ტურინელთა ღირსებას 2019 წლიდან იცავს და 213 შეხვედრაში 9 გოლი გარდა, 14 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ლაშა თაბაგარი
