თბილისის „ლოკომოტივის“ გიორგი გეგუჩაძე უთავკაცებს, რომელიც ცნობილი ქართველის მწვრთნელის გია გეგუჩაძის უფროსი ვაჟია. კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით ახალგაზრდა სპეციალისტმა თბილისელებთან კონტრაქტი 1+1 სისტემით გააფორმა. მან რევაზ გოცირიძე შეცვალა, რომლის ხელმძღვანელობით გასულ სეზონში გუნდმა კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ში მე-4 ადგილი დაიკავა.
მანამდე, მას მთავარ მწვრთნელად არსად უმუშავია. თუმცა, ბათუმის „დინამოში“ და 21-წლამდელთა ნაკრებში მამის თანაშემწე იყო. გარდა ამისა, მწვრთნელთა განათლების კურსების ხელმძღვანელ ვასილ მაისურაძეს ეხმარებოდა.
ლაშა თაბაგარი
