წყალტუბოს „სამგურალი“ შემტევ ნახევარმცველ ვატო არველაძეს დაემშვიდობა, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება. 26 წლის ფეხბურთელი წყალტუბოელებს სეზონის წინ შეუერთდა და 8 მატჩი ჩაატარა შეცვლაზე, რომლებშიც გოლი არ გაუტანია.
არველაძის გარდა, „სამგურალის“ ხელმძღვანელებმა ურთიერთობის გაგრძელება 28 წლის ნახევარმცველ ალექსანდრე ვერულიძესთან არ ისურვეს, რომელიც გუნდში 2021 წლიდან გამოდიოდა.
ლაშა თაბაგარი





