გიორგი პაპავამ, რომელიც ოკმკ-ს კაპიტანია, მიმდინარე სეზონში უზბეკეთის სუპერლიგაში პირველი გოლი მიითვალა. 21-ე ტურში ოკმკ სახლში ტაშკენტის „ფახთაქორთან“ 1:3 დამარცხდა.
სტუმრებმა ანგარიში მე-4 წუთზე გახსნეს, ხოლო პაპავამ მე-17 წუთზე საპასუხო გოლი გაიტანა, რომელიც თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩათვალეს. 81-ე წუთზე, როდესაც ტაშკენტელები 3:0 იგებდნენ, ჯარიმის შესრულების დროს, ოკმკ-ს ფეხბურთელმა სტუმრების საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მყოფმა ქართველმა ნახევარმცველმა თავით გაიტანა. მან მიმდინარე სეზონში ასევე ერთი საგოლე პასი შეასრულა. პაპავა მესამე წელია ოკმკ-ში გამოდის და ამ სეზონში 21 მატჩიდან 20 შეუცვლელად ჩაატარა. ოკმკ 32 ქულით 16-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





