გოჩოლეიშვილმა ტრავმა მიიღო

0
0

გიორგი გოჩოლეიშვილი, რომელიც დონეცკის „შახტარმა“ ზაფხულში ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის „კადისში“ გაანათხოვრა, ტრავმირებულია.
„კადისის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველს კოჭ-წვივის სახსრის წინა მყესი ნაწილობრივ გაუწყდა.
სეგუნდა დივიზიონის მე-4 ტურში „კადისი“ სტუმრად „ალმერიასთან“ 2:3 დამარცხდა, ხოლო გოჩოლეიშვილი ტრავმის გამო 54-ე წუთზე შეცვალეს. მან მიმდინარე სეზონში სეგუნდაში სამჯერ ითამაშა და სასტარტოში ორჯერ მოხვდა.
ლაშა თაბაგარი