27 დეკემბერს, 19:00 საათზე, სასტუმრო პულმანში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიება, GFF Awards 2024 გაიმართება.
GFF Awards 2024-ზე საუკეთესოები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდებიან:
2024 წლის საუკეთესო კაცი ფეხბურთელი
2024 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი
2024 წლის ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე
2024 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი
2024 წლის საუკეთესო მსაჯი
ალექსანდრე ჩივაძის მედლები 2024 წლის საუკეთესო 17-წლამდე და 19-წლამდე მოთამაშეებისთვის
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიურ დაჯილდოების
ცერემონიაზე, სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული ხმის მიცემის შედეგად
გამოვლინდება. სამეულს შესაბამისი ქულები (5, 3, 1 ქულა) რიგითობის
პრინციპით მიენიჭება. ხმის მიცემა საჯაროა და შედეგები დაჯილდოების
დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება.
საუკეთესო კაცი ფეხბურთელის გამოკითხვაში მონაწილეობენ:
• ვეტერანი ფეხბურთელები – 38 ხმა
– ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშეები* – 27 ხმა
– საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა გაერთიანება – 11 ხმა
• სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია – 20 ხმა
* მოთამაშეს, ეროვნულ ნაკრებში 30 ან მეტი მატჩი უნდა ჰქონდეს ჩატარებული და კარიერის
დასრულების შემდეგ მინიმუმ 2 წელი უნდა იყოს გასული.არ უნდა იყოს ვაჟთა ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბის და მენეჯმენტის მოქმედი წევრი.
საუკეთესო ქალი ფეხბურთელის გამოკითხვაში მონაწილეობენ:
• ქალთა ლიგის კლუბების მთავარი მწვრთნელები და კაპიტნები – 16 ხმა
• ქალთა ლიგა 2-ის კლუბების მთავარი მწვრთნელები – 14 ხმა
• სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია – 15 ხმა
ფუტსალის საუკეთესო მოთამაშის გამოკითხვაში მონაწილეობენ:
• ფუტსალის ლიგის კლუბების მთავარი მწვრთნელები და კაპიტნები – 16 ხმა
• სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია – 10 ხმა
საუკეთესო მსაჯი:
სფფ-ის სამსაჯო დეპარტამენტი.
ახალგაზრდა ფეხბურთელი და ალექსანდრე ჩივაძის მედლები:
ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური ჯგუფი





