ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილი შემტევი ნახევარმცველი ოსკარი კარიერას სამშობლოში გააგრძელებს. 33 წლის ფეხბურთელმა კლუბს, რომლის აღზრდილიცაა, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
ოსკარი 2017-2024 წლებში ჩინეთის „შანხაი პოსტში“ გამოდიოდა. მან ყველა ტურნირში ჩატარებულ 40 მატჩში 16 გოლი გაიტანა და 31 საგოლე პასი გააკეთა.
ოსკარი „სან პაულუში“ 2006-2008 წლებში გამოდიოდა. ამის შემდეგ მილანის „ინტერში“ (2010-2012) თამაშობდა, რომლიდან წამოსვლის მერე ლონდონის „ჩელსის“ (2012-2017) მიაშურა.
მან 2011-2016 წლებში ბრაზილიის ეროვნულ გუნდში ჩატარებულ 48 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი





