გუსტავო პოიეტი სამხრეთ კორეის „ჩონბუკ მოტორსს“ გაწვრთნის, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება. 57 წლის ფეხბურთის ურუგვაელი სპეციალისტი ბოლოს საბერძნეთის ეროვნულ გუნდს ავარჯიშებდა, რომელიც საქართველოს ნაკრებმა პლეი-ოფში დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.
ურუგვაის ეროვნული გუნდის ყოფილი ნახევარმცველი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში საკლუბო დონეზე ინგლისის „ვესტ ბრომვიჩს“ და „სანდერლენდს“, ათენის აეკ-ს, ესპანეთის „ბეტისს“, ჩინეთის „შანხაი შენხუას“, საფრანგეთის „ბორდოს“ და ჩილეს „უნივერსიდად კათოლიკას“ ავარჯიშებდა.
ლაშა თაბაგარი





