მამარდაშვილს ახალი მწვრთნელი ჰყავს

0
68

„ვალენსიას“, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს, ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. „ღამურებს“ სათავეში 41 წლის კარლოს კორბერანი ჩაუდგა, რომელმაც კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ესპანელი სპეციალისტი 2022 წლიდან „ვესტ ბრომვიჩს“ ხელმძღვანელობდა, რომელთან კონტრაქტის გაწყვეტის სანაცვლოდ ვალენსიელებმა ინგლისურ კლუბს 2,4 მილიონი ევრო გადაუხადა.
კორბერანმა „ვალენსიაში“ რუბენ ბარახა შეცვალა, რომლის ხელმძღვანელობით გუნდი მიმდინარე სეზონში ძალიან ცუდად გამოდიოდა და სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილზეა.
კორბერანი „ვესტ ბრომვიჩამდე“ კვიპროსის „დოქსას“, :ემისს“, ინგლისის „ჰადერსფილდს“ და საბერძნეთის „ოლიმპიაკოსს“ ხელმძღვანელობდა.
ლაშა თაბაგარი